591 88 82 82 აირჩიე ბინა
მთავარი ჩვენ შესახებ კონტაქტი აირჩიე ბინა
ამბიენსი - ჰარმონია ურბანულ განვითარებაში

დღევანდელ სწრაფად განვითარებად უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც ახალი პროექტები თითქმის ყოველდღიურად ჩნდება, არ არის ადვილი იყო გამორჩეული შენი მომხმარებლისთვის. თუმცა „ამბიენსის“ საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდის, მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომამ ამ საკითხის მიმართ დააფუძნა კომპანია, რომლის ფილოსოფიაც და მთავარი ღირებულება არის განავითაროს ჰარმონიული საცხოვრებელი პროექტები, რითიც დაუბალანსებს ცხოვრების ახალ სტილს თავის მობინადრეებს.

ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, „ამბიენსი“ აერთიანებს გამოცდილი ურბანისტების, მაღალკვალიფიციური არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების გუნდს, ხოლო მშენებლობას ანდობს საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებულ პარტნიორ კომპანიას.

თითოეულს აქვს საერთო მიზანი: საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი ნაფიქრი, მდგრადი და ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებების მეშვეობით და ამით შეუქმნან მომხმარებლებს ის გარემო, საიდანაც იწყება მათი ჰარმონიული ცხოვრება.